• თბილისი
  • 26°C
  • 05 ივნისი, 2020
article

"კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა"

კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გვიან ღამით შეიყვანეს. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს შემთხვევა უცხოეთში მოგზაურობას არ უკავშირდება, თუმცა პაციენტს სამსახურში უცხოელებთან ჰქონდა კონტაქტი.

"გვიან ღამით ერთი ახალი პაციენტი შემოგვემატა. საერთო ჯამში ჩვენთან 33 პაციენტი მკურნალობს. გვყავს 4 მძიმე პაციენტი, აქედან ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობაც მძიმეა, თუმცა მასთან დაკავშირებით მეტის თქმას მოგვიანებით შევძლებ. ჩემი ინფორმაციით, ახალი შემთხვევა უცხოეთში მოგზაურობას არ უკავშირდება, თუმცა სამსახურში უცხოელებთან ჰქონდა კონტაქტი. რაც შეეხება არასრულწლოვნებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ალბათ, მათაც მალე გავწერთ“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა. კორონავირუსისგან ჯამში 14 ადამიანი განიკურნა.


თეგები :