• თბილისი
  • 26°C
  • 05 ივნისი, 2020
article

"თუ არ გინდათ მივიღოთ იტალია, დარჩით სახლში"

პაატა იმნაძემ საქართველოს მოსახლეობას მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების შესრულებისკენ კვლავ მოუწოდა.

"ის, რაც უკვე გაკეთდა, ეს ყველაფერი იყო შიდა გადაცემის პრევენციისთვის. ახლა ყველაფერი ჩვენს მოსახლეობაზეა უკვე დამოკიდებული. თუ არ გინდათ მივიღოთ იტალია, დარჩით სახლში. აი ეს არის დღეს, მეტი აღარაფერი. დღეს არის მთავარი რა? რომ ყველამ უნდა გაითვალისწინოთ, საქართველოს ყველა მოქალაქემ, ყველა ადამიანმა ქვეყნაში - დღეს უკვე იმ ეტაპზე შევდივართ, რომ თუ ჩვენ არ დავრჩებით სახლში, ინფექცია არ გაჩერდება“, - განაცხადა იმნაძემ.


თეგები :