• თბილისი
  • 26°C
  • 04 აგვისტო, 2020
article

"ცოლი ინფიცირებული იყო, ქმარი - არა. ქალაქ ყუმში ინფიცირებული სულიერი ძმებიც ერთი ინფიცირებული იყო, მეორე - არა. პრინციპულად არ მიატოვეს ერთმანეთი და პალატაში დარჩნენ, მაგრამ ვირუსი არ გადაედოთ"

მარნეულიდან არ გამოვლენილა იმაზე მეტი რაოდენობა ინფიცირებულების, ვიდრე ეს გამოვლინდა ცნობილ კლასტერებში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ შიდა გადაცემის ერთეული შემთხვევებია. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მან ერთ საინტერესო გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გამორიცხულია, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ ყველა ადამიანს კორონავირუსი გადაედოს.ამის დასადასტურებლად თენგიზ ცერცვაძემ ორი შემთხვევა გაიხსენა.

„ჩვენს კლინიკაში, როდესაც პირველი ინფიცირებულები მოთავსდნენ, ერთ-ერთი იყო ცოლ-ქმარი, ცოლი ინფიცირებული იყო, ქმარი - არა. მეორე შემთხვევა სულიერ ძმებს ეხება - ისინი ქალაქ ყუმში იყვნენ - აქაც ერთი ინფიცირებული იყო, მეორე - არა. პრინციპულად არ მიატოვეს ერთმანეთი. ვეუბნებოდით, წადით, არ ხართ ინფიცირებულები, თუმცა პალატაში დარჩნენ. ინფექცია არც ერთს არ გადაედო, მიუხედავად იმისა, რომ ერთ ოთახში ორი კვირის განმავლობაში ცხოვრობდნენ“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 90 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 16 ადამიანი განიკურნა. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 276 იმყოფება, კარანტინში - 4534.


თეგები :