• თბილისი
  • 8°C
  • 04 დეკემბერი, 2020
article

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ბავშვი გამოჯანმრთელდა - სულ გამოჯანმრთელებულია 18 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ბავშვი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

საქართველოში კორონავირუსისგან 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება დადასტურებულ შემთხვევებს, მათი რიცხვი ბოლო რამდენიმე საათია, არ შეცვლილა და ამ დროისთვის კორონავირუსის 90 შემთხვევაა დადასტურებული. საკარანტინო რეჟიმში 4717  მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 268.


თეგები :