• თბილისი
  • 7°C
  • 05 დეკემბერი, 2020
article

"3 პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა - პნევმონია აღარ აქვთ და არც ტემპერატურა აღენიშნებათ"

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულ 3 პაციენტს ჩივილები აღარ აქვთ და არც პნევმონია აღენიშნებათ.

"3 პაციენტის მდგომარეობა არის კარგი, მათ ჩივილი აღარ აქვთ, ტემპერატურა არ აღენიშნებათ, მოსმენით ფილტვებში პნევმონია აღარ აქვთ, სუნთქვის უკმარისობაც მოეხსნათ, ანუ, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ველოდებით 14 დღის გასვლას, რომ გავუკეთოთ ტესტი“,- განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 90 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 18 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4717 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 268 პირია.


თეგები :