• თბილისი
  • 26°C
  • 05 ივნისი, 2020
article

"ლაღი ხალხი ვართ, იტალიელებს ვგავართ, მაგრამ საბედნიეროდ ამ შემთხვევაში არ დავემსგავსეთ... მეტი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოვიჩინეთ"

ჩვენ ლაღი ხალხი ვართ და იტალიელებს ვგავართ ყველაზე მეტად და საბედნიეროდ ამ შემთხვევაში არ დავემსგავსეთ, - ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. 

"მინდა ვთქვა, რომ მე ამასაც არ მოველოდი საქართველოში, რომ ჩვენი მოსახლეობა ამდენ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას გამოიჩენდა და იმ დონეზე დაიცავდა უსაფრთხოების წესებს, რა დონეზეც იცავს. თუმცა ეს საკმარისი არ არის. მაგრამ ვითვალისწინებთ ჩვენს ბუნებას, ჩვენ ლაღი ხალხი ვართ და იტალიელებს ვგავართ ყველაზე მეტად და საბედნიეროდ ამ შემთხვევაში არ დავემსგავსეთ. უფრო სწორად, ჩვენ კი დავემსგავსეთ, მაგრამ მთავრობა არ დაემსგავსა იტალიის მთავრობას და იმ მთავრობისგან განსხვავებით, რომელმაც იგნორი გაუკეთა თავიდან ამ ინფექციას, ჩვენთან პირველი დღიდან გადაიდგა სწორი, ადეკვატური და საკმარისი ნაბიჯები, რის შედეგსაც ახლაც ჩვენც ვიმკით და იტალიაც იმკის, ეს უმშვენიერესი ქვეყანა“, - განაცხადა ცერცვაძემ.

"მაგრამ ჩვენ ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. ის მცირე ნაწილი მაინც მოიტანს შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდას. არა ისეთ კატასტროფულ ზრდას, როგორც საფრანგეთში და იტალიაში, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვან, სერიოზულ ზრდას. ამიტომ, ვხედავთ, რომ საზოგადოების მეტი ნაწილის რეაქცია იყო სწორი და მოხდა ერთგვარი კონსოლიდაცია, ამ პოლარიზებულმა საზოგადოებამაც კი დროულად დადო ზავი და ყველა ერთმანეთის გვერდით დგას, გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით“, - აღნიშნა ცერცვაძემ.


თეგები :