• თბილისი
  • 26°C
  • 05 ივნისი, 2020
article

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან, კორონავირუსის სიმპტომებით, შუახნის ქალი გადმოიყვანეს

ოკუპირებული აფხაზეთიდან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ საბერიოს მკვიდრი, 50 წლის ქალი კორონავირუსის სიმპტომებით გადმოიყვანეს.

ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

ცნობილია, რომ ქალი, ზუგდიდის მკვიდრია. ის, რუსეთში იმყოფებოდა და აფხაზეთის გავლით, ზუგდიდში ბრუნდებოდა. 

55 წლის ქალს სასწრაფო სამედიცინო მანქანები და საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლები ფახულანის ე.წ. გამშვებ პუნქტზე დახვდნენ და ის, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

პაციენტი  უკვე მოთავსებულია ბოქსირებულ პალატაში და მისი მდგომარეობა ამ დროისთვის, სტაბილურია.


თეგები :