• თბილისი
  • 7°C
  • 05 დეკემბერი, 2020
article

მარინა ეზუგბაია: ქვეყნის მასშტაბით 97 პაციენტიდან 6-ის მდგომარეობაა მძიმე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 97 პაციენტიდან 6-ის მდგომარეობა არის მძიმე და შეიძლება კრიტიკულადაც ჩაითვალოს. ინფექციურ საავადმყოფოში მათგან 4 პაციენტია განთავსებული. მარინა ეზუგბაიას თანახმად, აღნიშნული 4 -დან 2-ის მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა სტაბილური.

"დღეს ჯერ კიდევ თავს ვიკავებთ ვთქვათ, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია იმიტომ, რომ დღეს იქნება მეორე დღე მათი მდგომარეობის შეფასების, როგორც სუბიექტური, ობიექტური, ისე ლაბორატორიული მონაცემებით. და თუ დღევანდელ დღესაც მათი მდგომარეობა ასეთი სტაბილური იქნება, შეიძლება ვთქვათ, რომ ალბათ უკვე უნდა ველოდეთ მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას და გამოჯანმრთელების პროგნოზიერება შესაძლებელი იქნება", - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში 91-დან 97 -მდე გაიზარდა კორონავირუსით COVID-19-ით დაავადებულთა საერთო რიცხვი. მათგან 18 გამოჯანმრთელებულია.​


თეგები :