• თბილისი
  • 26°C
  • 05 ივნისი, 2020
article

მომდევნო დღეებში საგანგებო მდგომარეობა მკაცრდება - იკრძალება 10-ის ნაცვლად 3 პირზე მეტის შეკრება

სახელმწიფო კანცელარიიდან ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, მთავრობა საგანგებო რეჟიმის გასამკაცრებლად ემზადება. 

ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობის ზრდის გამო, მთავრობა დამატებითი შეზღუდვების შემოღებას აპირებს. 

კერძოდ: აიკრძალება 10 პირის ნაცვლად 3-ზე მეტი პირის შეკრება; 

აიკრძალება 70 წელზე მეტი წლის ადამიანთა სახლიდან გასვლა, გარდა განსაკუთრებული ან აუცილებელი საჭიროებისა (აფთიაქი, სასურსათო მაღაზიები). 

აიკრძალება საზოგადოებრივი ტრანსპორტი - მეტრო, ავტობუსი; 

გაჩერდება ყველა სახის ეკონომიკური საქმიანობა, გარდა კლინიკებისა, სააფთიაქო ქსელებისა და სურსათის მაღაზიებისა.

შესაძლოა დაწესდეს კომენდანტის საათიც და აიკრძალოს გარეთ გასვლა საღამოს 21:00 საათის შემდეგაც. 

თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ითხოვენ მედიის საქმიანობის შეზღუდვასაც, რათა საზოგადოებამ არ გაიგოს სიმართლე. 

ასეთებს შორისაა ხელისუფლების რუპორად წოდებული ე.წ ექსპერტი, გია აბაშიძეც, რომელიც ხშირად გამოირჩევა კრიტიკული მედიის მიმართ სიძულვილისა და შეურაცხყოფის შემცველი პოსტებით. 

შეგახსენებთ რომ ამ მომენტისთვის ექიმებმა ახალი კორონავირუსით დაავადებული 98 ადამიანი გამოავლინეს, მათ შორის 6 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

ხოლო რამდენიმე ათასი კარანტინსა და თვითიზოლაციაში იმყოფება.


თეგები :