• თბილისი
  • 30°C
  • 29 მაისი, 2020
article

კახეთში სპეციალური საპოლიციო პოსტები მოეწყობა

კახეთის რეგიონში საპოლიციო კონტროლის გამკაცრება და მოქალაქეებისათვის თერმოსკრინინგის ჩატარება იგეგმება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ამ კონტროლის ფარგლებში, რეგიონის მუნიციპალიტეტებს შორის გადაადგილებულ მგზავრებს თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ.

"ზედამხედველობის გაძლიერების საკითხი აქტიურად განიხილება და უახლოეს დღეებში კიდევ იქნება შეხვედრა, საპოლიციო კონტროლის გამკაცრების შესახებ. ვფიქრობთ, მოვაწყოთ საპოლიციო პოსტები, სადაც ერთი მუნიციპალიტეტიდან მეორეში გადასასვლელად, მოქალაქეს თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს“,- განაცხადა ხიზანიშვილმა.

კახეთის რეგიონში სულ 8 მუნიციპალიტეტია. დღევანდელი მდგომარეობით, სამ მუნიციპალიტეტში, 11 საკარანტინო ზონაა და რეგიონში ახალი კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.

30 მარტის მონაცემებით კორონავირუსის 98 შემთხვევაა დაფიქსირებული


თეგები :