• თბილისი
  • 26°C
  • 05 ივნისი, 2020
article

"კარანტინში 14 დღე კი არა, ერთი თვე ვიქნები, შევასრულებ ყველა მოთხოვნას, ოღონდ ჩემს მიწაზე დამადგმევინონ ფეხი" - ქართველი ემიგრანტის ემოციური წერილი საზოგადოებას

პრესა.ჯის პოლონეთის ქალაქ ვროცლავში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ლადო გელაშვილი დაუკავშირდა, რომელსაც სურს, საკუთარი ხმა საზოგადოებას მიაწვდინოს ჩვენი მედიის საშუალებით. გთავაზობთ წერილის სრულ ვერსიას:

"მეც ყოფილი ჟურნალისტი ვარ. მახსოვს შიდა  სამზარეულო - რა და როგორ ხდება! უბრალოდ არ მიყვარს ეკრანზე გამოჩენა, სხვისი გადაღება მირჩევნია! ახლა პოლონეთში ვარ. პანდემია რომც არ ყოფილიყო, ისედაც ვაპირებდი წამოსვლას! უბრალოდ არ "გამიმართლა" და  ჩაიკეტა საზღვრები. დავრჩი აქ. საელჩოში დარეკილი მაქვს! თვითონაც არ იციან, რა გვითხრან ან რით დაგვეხმარონ! ელოდებიან, რას გადაწყვეტს მთავრობა, საელჩო უძლურია!  არ შეუძლია ჩვენი დახმარება! ისევ და ისევ  მანდედანაა გადასაწყვეტი წამოსვლის მსურველების საკითხი!

ჩემს გარდა 11 ქართველია ჩემთან ერთად, მაგრამ ამ 11 კაციდან მხოლოდ მე მინდა წამოსვლა იმიტომ, რომ ისედაც მოვდიოდი! ესენი აქ ყოფნას ამჯობინებენ და ვერც გაამტყუნებ! ყველას თავისი პრობლემა აქვს - ძირითადად ბანკები! რომ წამოვიდნენ, რა გააკეთონ, რითი გადაიხადონ ვალი. 3 თვით შევაჩერეთო, მაგრამ სულელებად თუ გვთვლიან და ძალიან ცდებიან. თანხა თუ შემაქვს, სიტყვაზე, 100 ლარი დღეს, მერე მექნება შესატანი 150 და სამი თვის მერე ეს 150 საიდან უნდა შეიტანოს კაცმა, აქედან თუ წამოვიდა, სამსახურს დაახვედრებენ მანდ? უარესი ეკონომიკური კრიზისი იქნება, ემიგრანტებით სუნთქავს კიდე ქვეყანა, თორემ აქამდე დავბრუნდებოდით 90 წლებში. აქ წუთით არ გაჩერდებოდა არავინ, მით უმეტეს ასეთ სიტუაციაში.  რასაც ვუყურებ, რა ხდება ჩვენთან, საქართველოში, ვფიქრობ აქ დავრჩე ისევ ყველა იმ შეუგნებელთან ერთად, ვინც შეიძლება ჩემთან ერთად ჩამოფრინდეს! იმდენი შეუგნებელი და უპასუხისმგებლო მოქალაქე გვყოლია და არ ესმით პრობლემის სირთულე, 14 დღე კარანტინში კი არა საკუთარ სახლში არ უნდათ გაჩერება, საკუთარ ოჯახის წევრებს არ უფრთხილდებიან! ჩემსაზე აღარაა ლაპარაკი. დასდევენ ქუჩებში და ძალით გადაყავთ კარანტინში - რამდენი ეგეთი შეუგნებელი შეიძლება ჩამოვიდეს!

მეც მენატრება ჩემი შვილები, ოჯახი და ახლობლები, მაგრამ მე მე ვარ და ჩემს თავზე ვარ პასუხისმგებელი, შევასრულებ ყველა იმ მოთხოვნას, რაც საჭირო იქნება, კარანტინში 14 დღე კი არა, ერთი თვე ვიქნები, არმაქვს პრობლემა, ოღონ ჩემს მიწაზე დამადგმევინა ფეხი და ჩემებმა აღარ ინერვიულონ ჩემზე. ასე ვფიქრობ მე და დარწმუნებული ვარ, ბევრია კიდევ ჩემნაირი!   

მინდა მთავრობას შევახსენო, სადამდე გავძლებთ, რაიმე გეგმა მაინც თუ აქვთ, უთხრან საელჩოს. როცა დავრეკავთ, პასუხი არ ვიცით, რა იქნება. რომ აღარ იყოს, სირცხვილია, რაღა საჭიროა ელჩები და საელჩოები, თუ არაფერი იციან! თუ არაა საჭირო სწორად ასეთი სიტუაციებისთვის, მაშინ გააუქმეთ და გაჭირვებულებს მოახმარეთ! თუმცა საქართველოში ხომ ყველაფერი კარგადაა, სად არიან გაჭირვებულები! პოლიტიკაა ჩემს ნათქვამში მრავლად! აქედან რეალობა კარგად ჩანს! მანდ სიმართლის თქმა ან ნაციონალობაა ან პარტიიდან გარიცხვა!"


თეგები :