• თბილისი
  • 30°C
  • 29 მაისი, 2020
article

საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა - საღამოს 21 საათიდან დილის 6 საათამდე კომენდანტის საათი დაწესდა

საქართველოში ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა და ასევე ამუშავდა კომენდანტის საათი - საღამოს 21 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩაში გადაადგილება იკრძალება - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სპეციალურად ჩანიშნულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, არსებობს ქვეყანაში შიდა გავრცელების 3 ფაქტი, რაც ხელს უშლის ვირუსის პრევენციას. მან ასევე განაცხადა, რომ არსებობს მედიკოსის დაინფიცირების ფაქტი, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 100-მდე გაიზარდა, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ისევ 18-ია.

საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ხვალ დილის 8 საათიდან ამოქმედდება და ჯერ-ჯერობით უცნობია, როდემდე გაგრძელდება ის.


თეგები :