• თბილისი
  • 7°C
  • 05 დეკემბერი, 2020
article

რა იკრძალება საყოველთაო კარანტინის პერიოდში და რა წესები უნდა დაიცვას მოქალაქემ?

ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა;

1. ხვალ, დილის 08:00 დან

სრულიად იკრძალება ნებისნიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება.

დაშვებულია მხოლოდ მსუბუქი აბტომობილით ან ტაქსებით გადაადგილება, სადაც, უნდა იყოს არა უმეტეს 3 ადამიანისა (მძღოლის ჩათვლით)

2. იკრძალება სამზე მეტი ადამიანის შეკრება

3. მაღაზიებში ვიზიტისას, უნდა იყოს დაცული 2 მეტრის დისტანცია

4. 70 წელზე ზემოთ მოქალაქეების სახლისან გასვლა აკრძალულია, თუ ისინი არ მიდიან სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქში ან კლინიკაში

5. 21 საათიდან დილის 6 საათამდე იკრძალება ნებისმიერი გადაადგილება. ცხადდება ე.წ. საკომენდატო საათი

6. ამ პირობების მონიტორინგისთვის მოეწყობა საკონტროლო პუნქტები საქართველოს ქალაქებში, რომელსაც შსს და თავდაცვის უწყებები გააკონტროლებენ

7. ნებისმიერ მოქალაქეს, გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

"საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი 21: 00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 6:00 საათამდე. ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


თეგები :