• თბილისი
  • 26°C
  • 05 ივნისი, 2020
article

ლევან რატიანი: ხშირად მიგვრძნია, რომ ჩემს უკან ვიღაც დგას და ეს არის ღმერთი. ეს არის პროფესია, სადაც ღვთის გარეშე წარმოუდგენელია ნებისმიერი სიცოცხლის გადარჩენა

ეს არის პროფესია, სადაც ღვთის გარეშე წარმოუდგენელია ნებისმიერი სიცოცხლის გადარჩენა, - ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა "პულსი-TV"-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ლევან რატიანი ამბობს, რომ ექიმის და რეანიმატოლოგის ყველა ნაბიჯი რისკთან არის დაკავშირებული.

"როდესაც დგება პაციენტთან მომენტი, გული ჩერდება, მილოცია, რომ ღმერთო ოღონდ ამ წუთში გადამირჩინე… და ასეც მომხდარა, რადგან არის ძალა, რომელსაც ჰქვია ღმერთი, რომლის საშუალებითაც აკეთებ ამ ყველაფერს.

რომ არა ეს ძალა, ვერ იქნება ვერანაირი მიღწეული შედეგი ვერც ექიმისთვის და პაციენტისთვის და ეს ხშირად მიგვრძნია, რომ ჩემს უკან ვიღაც დგას და ეს არის ღმერთი.

ეს არის პროფესია, სადაც ღვთის გარეშე წარმოუდგენელია ნებისმიერი სიცოცხლის გადარჩენა," - ამბობს ლევან რატიანი.


თეგები :