• თბილისი
  • 26°C
  • 05 ივნისი, 2020
article

თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩემი დიდი თხოვნაა, რომ თუ კორონავირუსი შემეყარა, არ დამანახოთ მარინა ეზუგბაია, ან რომელიმე მსგავსი არაპროფესიონალი მჩხიბავი

თამარ ჩერგოლეიშვილი ასე ეხმაურება ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას გუშინდელ განცხადებას, რომ ის მორწმუნეა და პატრიარქს ენდობა. კერძოდ, ჩერგოლეიშვილი წერს:

"ჩემი დიდი თხოვნაა, რომ თუ კორონავირუსი შემეყარა და შემთხვევით, მე არ ვარ აქტიური - არ დამანახოთ მარინა ეზუგბაია, ან რომელიმე მსგავსი არაპროფესიონალი მჩხიბავი.

ისეთ ექიმთან წამიყვანეთ, რომელიც საკუთარ პროფესიას პატივს სცემს, სიმართლის თქმა არ ეშინია და პაციენტებს არ ავნებს.

საშიშია ისეთი ექიმების ხელში ჩავარდნა რომლებიც მეცნიერებას არ სცნობენ და გაიძახიან რომ “ყველაფერი უფლის ნებაა” .

ძალიან საშიში.

მოკლედ ამ “უფლის მხედარი გმირებიდან” არც ერთი.

ჩვეულებრივი მოკვდავი ექიმი მინდა, ინგლისური რომ იცის, თანამედროვე ინფორმაციას პირველწყაროდან აგროვებს და სიმართლეს ცალსახად მეტყვის," - წერს ჩერგოლეიშვილი.


თეგები :