• თბილისი
  • 28°C
  • 06 ივნისი, 2020
article

"თვალშისაცემია, წინასწარი მხიარულება, რომ ვინმე მღვდელი ან მრევლის ნაწილი ზიარების შემდეგ დასნეულდება"

"იმ დროს, როდესაც გვმართებს ერთმანეთის გვერდით დგომა და დახმარება, ძალიან თვალშისაცემია, წინასწარი მხიარულება, რომ ვინმე მღვდელი ან მრევლის ნაწილი ზიარების შემდეგ დასნეულდება“, - ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსთავში, დეპუტატი ზიარების შემდეგ დასნეულდა, რაც არასწორია. ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ასევე გავრცელდა ცნობა, რომ რუსთავში მღვდელი დასნეულდა და გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა.

"დაზღვეული არაფრისგან ვართ, ეს შეიძლება ნებისმიერს შეემთხვეს, თუმცა განწყობა საერთო განსაცდელის დროს - როდესაც ვიღაცას უხარია, რომ ეკლესიაში გაჩნდეს კლასტერი, ძალიან სამწუხაროა. ყველას ვთხოვ, რომ მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს და ნუ დავძაბავთ დიდი განსაცდელის წინაშე მყოფ ხალხს“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.


თეგები :