• თბილისი
  • 28°C
  • 06 ივნისი, 2020
article

სასწრაფოს ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა - მას ინფექცია საკუთარი ქმრისგან გადაედო

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთ-ერთი ექიმი კორონავირუსით დაინფიცირდა.

დაიკეტა ნომერ მეორე ფილიალი, რომელიც ორთაჭალაში მდებარეობს.

ექიმს კორონავირუსი ქმრისგან გადაედო, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია.

ის ბოლო დღეების განმავლობაში სამსახურში ჩვეულებრივად დადიოდა, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, მათ შორის ჰქონდა ურთიერთობა პაციენტებთან.

ეს უკვე მეორე მედიკოსია, რომელსაც CoViD-19 დაუდასტურდა.

 

წყარო: პრაიმტაიმი


თეგები :