• თბილისი
  • 28°C
  • 06 ივნისი, 2020
article

ჩვენ გვაქვს კონკრეტული წინადადება, ჯერ 1000 და შემდეგ კიდევ 4 000 ადამიანების ჩამოფრენით - უფასოდ მოგვყავს საქართველოში - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიდეო მიმართვა, რომელიც სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა:

"მინდა ვუპასუხო საქართველოს მთავრობას და მის პატრონს ბატონ ივანიშვილს.

დღეს გახარიამ თქვა, რომ ჩვენ თურმე ჭორაობით ვართ დაკავებული და ვერ მოგვყავს ხალხი.

ჩვენ გვაქვს კონკრეტული წინადადება, ჯერ 1000 და შემდეგ კიდევ 4 000 ადამიანების ჩამოფრენით - უფასოდ მოგვყავს საქართველოში.

საერთაშორისო წესებით, ჩვენ გვინდა 2 რამ:

ერთი, რომ საქართველოს საელჩოებმა მიმართონ წერილით, რომ გახსნან აეროპორტი მაგალითად, ვარშავის რათა ჩვენი ხალხი გამოვიყვანოთ და მეორე, თბილისის აეროპორტი გახსნან რათა ეს რეისი დაჯდეს.

მთავრობისგან გვინდა არა ფული, არა სხვა რამით დახმარება. გვინდა 2 ქაღალდის დაწერა, ერთი ნებართვის გაცემა და ერთი ნოტის დაწერა.

ყველანაირად ამას ბლოკავენ.

 

ამას ხომ არაფერი ჰქვია გარდა ბანალური გადაგდებისა. მათ გვითხრეს, რომ ფული გადმოგვირიცხონ და ჩვენ თვითონ ჩამოვიყვანთო.

მე ვერ ვაკადრებ ჩვენს მეგობრებს მთელს მსოფლიოში ვინც გვეხმარება, რომ ახლა თურმე ივანიშვილს უნდა გადავურიცხოთ კიდევ მათი ფული.

მათ გადმორიცხეს ფული იმისთვის, რომ ჩვენი ხალხი დავაბრუნოთ საქართველოში.

რაც შეეხება ივანიშვილს, ივანიშვილმა გადმორიცხოს ფული და არამხოლოდ რეისების... გადმორიცხოს ფული იმ ათეულობით ათასი ოჯახის გადასარჩენად, რომლებიც მან ბოლო დღეებში დატოვა უმუშევრად.

გუშინაც კი ამ კაცმა ისარგებლა სიტუაციით და ჰესზე დაითრია მორიგი ნებართვა რაჭაში ასაშენებლად და ჯიბეში ჩაიდო!

ამ დღეებშიც ეს კაცი დაათრევს ხეებს. ფული გადმოგირიცხოთ ბუნკერში ჩამალულმა თქვენმა უფროსმა!

შევწყვიტოთ ტყუილების ლაპარაკი ხალხო. ივანიშვილი აღარ იქნება ხვალ და თვალებში შეგრცხვებათ შეხედვა თქვენი თანამემამულეების.

ჩვენი წინადადება ძალაშია:

როგორც კი დაწერთ ერთ ნოტას ევროპაში და როგორც კი მოგვცემთ ნებართვას ფურცელზე დაწერილს, ზუსტად იქიდან 48 საათში პირველი რეისი წამოვა და ასე წამოვა ყველა დანარჩენი რეისი.

ახლა ლაყბობის დრო არ არის - საქმე ლაპარაკის ნაცვლად!"


თეგები :