• თბილისი
  • 26°C
  • 05 ივნისი, 2020
article

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 პაციენტი განიკურნა, სულ - 31

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 პაციენტი განიკურნა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულმა პაციენტებმა უკვე დატოვეს საავადმყოფო.

ინფორმაცია აისახა  მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეც. stopcov.ge-ის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 157-ს შეადგენს.

გამოჯანმრთელებულია 31 მოქალაქე. გარდაიცვალა ერთი პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 5526, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 344 პირი.


თეგები :