• თბილისი
  • 26°C
  • 05 ივნისი, 2020
article

"დიდ ბრიტანეთში რამდენი დაუდასტურებელი ვირუსიანი ადამიანია, ღმერთმაც არ იცის ალბათ... თუ აფეთქდება სიტუაცია, ნახევარ მილიონ გარდაცვლილს ელოდებიან"

აქტივისტი თეა თუთბერიძე, რომელიც დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს და ახალი კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე საუბრობს:

"დღეის მდგომარეობით ბრიტანეთში 4 313 გარდაცვლილი, 41 903 დადასტურებული ქეისი და რამდენი დაუდასტურებელი ვირუსიანი ადამიანი, ტესტების სიმცირის გამო, ღმერთმაც არ იცის ალბათ. მოვლენების განვითარების სამ შესაძლო მიმართულებას ვარაუდობენ ექსპერტები:

პირველი, თუ ხალხი დაემორჩილება მოწოდებას და დარჩება სახლში და ვირუსის გავრცელებას ხელს აღარ შეუწყობენ და თან ამავე დროს თუ NHS-ისც იმუშავებს კარგად, ამ შემთხვევაში 20 000-სს ელოდებიან რომ დაიღუპება (რაც ჩაითვლება რომ იქნება ძალიან კარგი მუშაობის შედეგი).

მეორე, თუ ხალხი არ დარჩება სახლში და კვლავ ივლიან ქუჩებში და პარკებში და მხოლოდ NHS-სს დააწვება უამრავი ინფიცირებული, რომელთან გამკლავებასაც რალურად მონდომების მიუხედავად ვერ მოახერხებენ, ელოდებიან რომ 200 000-ს ადამიანზე მეტი დაიღუპება მთელ ბრიტანეთში.

და მესამე, თუ არაფერს აღარ გააკეთებენ, რადგან ვირუსი ძალიან გავრცელდება და ვერანაირად ვეღარ გაუმკლავდებიან, რადგან სამედიცინო პერსონალიც კი ვეღარ დაიცავს თავს (GP-ის ექიმებსაც კი ვერ უკეთებენ სწრაფ ტესტებს, რომლებსაც ყოველდღიურ რეჟიმში ათას სხვადასხვა ტიპის პაციენტთან აქვთ შეხება და ბევრი მათგანი დიდი ალბათობით დაინფიცირებულია, როგორც თავად აცხადებენ. აღარაფერს ვამბობ სასუნთქი აპარატების უკმარისობაზე თუნდაც დღეს) ანუ თუ აფეთქდება სიტუაცია, 500 000-ზე მეტ, ანუ ნახევარ მილიონ გარდაცვლილს ელოდებიან.

და ამ ვითარებაში, ეს ხალხი მაინც გადის პარკებში, დარბიან ქუჩებში და არაფერი ესმით. ერთი მე ვზივარ სახლში მესამე კვირაა აგერ მგონი ..." - წერს თეა.


თეგები :