• თბილისი
  • 28°C
  • 06 ივნისი, 2020
article

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი 14 წლის ბავშვს დაუდასტურდა

თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას განცხადებით, კლინიკაში ამჟამად 40 პაციენტი იმყოფება, გუშინ ჩატარებული 25 კვლევიდან მხოლოდ ერთის პასუხია დადებითი.

"კორონავირუსი 25 პაციენტიდან მხოლოდ ერთს დაუდასტურდა. ეს გახლავთ 14 წლის ბავშვი. ის იმ ოჯახიდანაა, რომლის 2 წევრი გუშინ დადებითი პასუხით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს“, - აღნიშნა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ბავშვის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.


თეგები :