• თბილისი
  • 26°C
  • 05 ივნისი, 2020
article

კახეთი კვლავ მწვანე ზონაა - 82 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

კახეთში 82 მოქალაქეს, მათ შორის 70 მედპერსონალს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში დაადასტურეს.

ბოლო ინფორმაციით, 11 საკარანტინო ზონაში 502, ხოლო თვითიზოლაციაში 18 მოქალაქე რჩება. მედიკოსების მეთვალყურეობა 1 ადამიანს მოეხსნა.

კახეთი ისევ მწვანე ზონაა და ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია. ამ დრომდე რეგიონში კორონავირუსით დაიფიცირების არც ერთი შემთვევა არ დადასტურებულა.


თეგები :