• თბილისი
  • 26°C
  • 05 ივნისი, 2020
article

"რა კარანტინი, რის კარანტინი, საგანგებო სიტუაციაშია კლინიკა 11 მარტიდან მოყოლებული, ყურებზე დავდივართ და არ გრცხვენიათ?" - ლევან რატიანი მათი კლინიკის ექიმის დაინფიცირებას უარყოფს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ საავადმყოფოში კარანტინი ახლა არ გამოცხადებულა და კლინიკა აღნიშნულ რეჟიმში 11 მარტიდან მუშაობს.

ლევან რატიანმა საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის დაინფიცირების შესახებ მედიაში გავრცეებული ინფორმაციაც უარყო და აღნიშნა, რომ ცალკეული მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.

“11 მარტიდან სულ ამ რეჟიმში ვართ, საგანგებო სიტუაციაში, ყურებზე დავდივართ და არ გრცხვენიათ, ამდენს რომ რეკავთ? არ ვიცი, ვინ რა დაწერა, შეიძლება დაწერონ ლევანი ქალიაო და ილაპარაკეთ ახლა რამდენიც გინდათ… იქნებ მეც შემიცვალოთ სქესი? რა კარანტინი, რის კარანტინი, საგანგებო სიტუაციაშია კლინიკა 11 მარტიდან მოყოლებული,” - განაცხადა რატიანმა.

 

 


თეგები :