• თბილისი
  • 26°C
  • 05 ივნისი, 2020
article

ისრაელის ელჩი: საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოში უშვილო ებრაული ოჯახებისთვის, რომლებიც სუროგაციას გეგმავენ და ამ მიზნით ჩამოდიან აქ

ისრაელის ელჩმა საქართველოში, რან გიდორმა ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვებისა, საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ უშვილო ებრაელ წყვილებს დაეხმაროს და მათ ამ პირობებშიც უმარტივებს პროცედურებს. ელჩი ხელისუფლებას ამისთვის მადლობას უხდის.

"საქართველოსა და ისრაელის მეგობრობის ურიცხვ მაგალითს შორის, მინდა ხაზგასმით გამოვყო ბოლოდროინდელი ასპექტი, - საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოში ებრაული ოჯახებისთვის, რომლებიც სუროგაციას გეგმავენ და ამ მიზნით ჩამოდიან აქ. ყოველწლიურად ამ მეთოდს 300-მდე წყვილი მიმართავს და, ამჟამინდელი სირთულეების მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს პროცედურები გაემარტივებინა ებრაული ოჯახებისთვის, - ჯანმრთელობის სრული გარანტიებით. ამიტომ, მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სამოქალაქო სექტორს“, - განაცხადა ელჩმა.


თეგები :