• თბილისი
  • 26°C
  • 05 ივნისი, 2020
article

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 207-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 207-მდე გაიზარდა - ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევა ამ ეტაზპე 566-ია, მათ შორის გარდაიცვალა - 6. 

კარანტინის რეჟიმში 5,320 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 548 იმყოფება. 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.