• თბილისი
  • 26°C
  • 05 ივნისი, 2020
article

ბოლნისის სოფელ მუშევანში, სადაც კორონავირუსი 10 ადამიანს დაუდგინდა, მოსახლეობამ ინფიცირებულები ექიმებს არ გაატანა - "ქვები, ჯოხები დაგვიშინეს, დალეწილია სასწრაფოს ავტომობილები"

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, სადაც ახალი კორონავირუსი 10 ადამიანს დაუდგინდა, ადგილობრივმა მოსახლეობამ ექიმებს კორონავირუსით ინფიცირებულთა კლინიკაში გადაყვანის საშუალება არ მისცა. ისინი დაუპირისპირდნენ როგორც ექიმებს, ისე პოლიციელებს და მერის წარმომადგენელს. 

ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ექიმები სოფელ მუშევანში კორონავირუსით ინფიცირებულების გადასაყვანად დაახლოებით 19 საათზე მივიდნენ, თუმცა სოფლის მოსახლეობამ მათ წინააღმდეგობა გაუწია.

ბოლნისის მერიის წარმომადგენლის თქმით, მოსახლეობა აცხადებს, რომ მათ სოფელში ვირუსი არ არის. "დაგვანებეთ თავიო და დაგვიშინეს ქვები და ჯოხები, ბევრნი იყვნენ. დააზიანეს სასწრაფოს ავტომობილები. ჩემი მანქანაც დალეწილია," - უთხრა ჟურნალისტებს მერიის წარმომადგენელმა რობიზონ სელიმაშვილმა.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება.

 


თეგები :