• თბილისი
  • 26°C
  • 05 ივნისი, 2020
article

რა წესების დაცვით იმუშავებენ სილამაზის სალონები საქართველოში 8 ივნისიდან?

სილამაზის სალონები საქართველოსი, სავარაუდოდ, მეოთხე ეტაპზე, ანუ 8 ივნისიდან გაიხსნება. თუმცა, იმისთვის, რომ მომხმარებლების მიღება შეძლონ, შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინება მოუწევთ. საქართველოს სალონების ფედერაცია განცხადებას ავრცელბს, სადაც აღნიშნულია, რომ სილამაზის სალონები საშუალო რისკის მატარებელ ობიეტებს მიეკუთვნება.

აქვე გთავაზობთ იმ წესების ჩამონათვალს, რომელიც გაწერილია მთავრობის დადგენილებაში:

პირველი, უნდა შეიძინონ უკონტაქტო თერმომეტრები, დამცავი ფარები, დეზობარიერები;

ყველა თანამშრომელი ვალდებულია, სამსახურში გამოცხადებისთანავე გაიზომოს სიცხე და აღრიცხვის ჟურნალში შეიტანოს მონაცემები;

კარებში უნდა იდგეს ერთი თანამშრომელი, რომელიც შემოსულ მომხმარებელს გაუზომავს სიცხეს, დააბანინებს ხელს/დეზინფექციას გაუკეთებს სადეზინფექციო ხსნარით, რომელიც იქვე გექნებათ მოთავსებული. აუცილებელია, ყოველი კლიენტის მონაცემები (ტემპერატურა) შეტანილი იქნას აღრიცხვის ჟურნალში;

ხელოსნებს შორის, ასევე მომხმარებლებს შორის მანძილი უნდა იყოს 2 მეტრი;

მომხმარებლებს უნდა ეკეთოთ ნიღბები და ხელთათმანები, ხოლო ხელოსნებს ფარები, ნიღბები და საჭიროების შემთხვევაში (მაგალითად, მანიკიური, კოსმეტოლოგი) ხელთათმანი;

ერთ სივრცეში მაქსიმუმ 5 ადამიანის ერთად ყოფნაა შესაძლებელი;

ვისაც გრძელი თმა აქვს (ხელოსნებს), უნდა დაიმაგრონ;

აკრძალულია მუშაობის პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება;

დამლაგებელმა ხშირად უნდა წმინდოს იატაკი სადეზიფექციო ხსნარით, ხოლო სველი წერტილები, ყოველი მომხმარებლის შემდეგ;

სილამაზის სალონების მფლობელებმა აუცილებელია შეავსოთ სპეციალური ფორმა, სადაც უნდა მიუთითოთ სატრანსპორტო საშუალებები, რომლითაც თქვენი თანამშრომლები დადიან;

ადმინისტრატორებმა ყოველი საუბრის შემდეგ ტელეფონი სადეზინფექციო ხსნარით უნდა გაწმინდონ.

"ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ნებისმიერ თქვენთაგანთან კონსტრუქციული წინადადებებით და გვერწმუნეთ, ჩვენი ინტერესები თანმხვედრია",- ნათქვამია საქართველოს სალონების ფედერაციის პრეზიდენტის თამუნა შარაშენიძის განცხადებაში.


თეგები :