• თბილისი
  • 26°C
  • 05 ივნისი, 2020
article

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი მეშვიდე პაციენტი?

კორონავირუსით გარდაცვლილი მეშვიდე პაციენტი 83 წლის კაცია, რომელსაც დიაბეტი ჰქონდა. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ "პირველ არხს" განუცხადა.

მისი თქმით, მამაკაცი უმძიმესი მდგომარეობით მათ კლინიკაში 4 აპრილიდან მკურნალობდა. მისივე ინფორმაციით, პაციენტი შაქრიანი დიაბეტით იყო დაავადებული.


თეგები :