• თბილისი
  • 32°C
  • 02 ივლისი, 2020
article

საჩხერეში მამაკაცს კორონავირუსი მეორედ დაუდასტურდა

საჩხერის საავადმყოფოში დადასტურებული კორონავირუსით მამაკაცი მეორედ მოხვდა. 

როგორც ცნობილია, მამაკაცმა კორონავირისზე ერთხელ უკვე იმკურნალა და საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ორკვირიან თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, რა დროსაც ვირუსის სიმპტომები დაუფიქსირდა. საჩხერის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ კი, კორონავირუსი მეორედ დაუდასტურდა.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის თქმით, ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისი თქმით, პაციენტი საჩხერის მკვიდრია და მოგზაურობის ისტორია აქვს.