• თბილისი
  • 32°C
  • 02 ივლისი, 2020
article

რუსეთთან პირდაპირი დიალოგის მომხრე ვარ, მაგრამ დიალოგი დიალოგისთვის არასდროს ყოფილა გამოსავალი - სალომე ზურაბიშვილი

რუსეთთან პირდაპირი დიალოგის მომხრე ვარ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ორი გზა არსებობს, ომის და დიალოგის.

"დღევანდელ და საერთოდ ქვეყნების რეალობაში ორი გზა არსებობს, ერთია ომის, მეორე დიალოგის გზა. მე სხვა არ ვიცი. როგორც პრინციპი, მე ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები დიალოგის მომხრე. მაგრამ დიალოგი დიალოგისთვის არასდროს ყოფილა გამოსავალი. ჩვენს ისტორიაში ერთადერთი შეთანხმება, რომელსაც რუსეთი გაყვა და იმის პირობები არ დაარღვია, ეს იყო შედეგი პირდაპირი დიალოგის და ამის გამოცდილება მაქვს. ეს დიალოგი იყო პირდაპირი, მაგრამ იცოდა ჩემმა კოლეგამ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩემი გაფრთხლებიდან, პირველივე სეანსიდან. მე მას ვუთხარი, რომ იცოდეთ რომ ჩვენს შორის რაც იქნება ნათქვამი და შეთანხმებული ეცოდინება ევროკავშირის ელჩს და ამერიკის ელჩს. მე მიმაჩნია რომ ვართ პატარა ქვეყანა და დიდ ქვეყანასთან ასეთ მოლაპარაკებებზე არ მაქვს იმის უფლება და ძალა რომ მხოლოდ ჩვენს სიტყვაზე იყოს ეს ყველაფერი აგებული", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა "რუსთავი 2-ის" ეთერში.

მისივე თქმით, დიალოგი მხოლოდ დიალოგისთვის არ უნდა იყოს.


თეგები :