• თბილისი
  • 26°C
  • 24 სექტემბერი, 2020
article

ხვალიდან მანქანით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილების შეზღუდვა იხსნება

ხვალიდან, 23 მაისიდან მანქანით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილების შეზღუდვა იხსნება. შეზღუდვა რჩება მხოლოდ ტაქსებზე. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

"ჩვენ დღეს ვაცხადებ, რომ ქვეყანა მზად არის გადადგას ნაბიჯი და გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა, რაც ნიშნავს პარალელურად იმას, რომ გაუქმდება კომენდანტის საათი და ამას მოყვება გარკვეული შემსუბუქებები. ჩვენ ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კარგად ცნობილი შეზღუდვა, ერთი ავტომობილში სამი ადამიანის რაოდენობით, გავრცელდება მხოლოდ ტაქსებზე, სხვა ყველა საავტომობილო საშუალებებში გაუქმდება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


თეგები :