• თბილისი
  • 26°C
  • 24 სექტემბერი, 2020
article

"შეგიძლიათ ზღვაზეც წაბრძანდეთ და მთაშიც, მაგრამ აირჩიეთ ისეთი ადგილი, სადაც დისტანციას დაიცავთ"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხათუნა ზახაშვილი ამბობს, რომ პანდემიის პირობებში დასვენება საჭიროა და აუცილებელია. იგი მოსახლეობას ურჩევს დასვენების ადგილის შერჩევისას ფრთხილად იყვნენ. ამის შესახებ მან „ღია ეთერში“ ისაუბრა.

მისი თქმით, უმჯოესია ავრჩიოთ ისეთი ადგილი, სადაც დისტანციის დაცვა შესაძლებელი იქნება.

შეგიძლიათ ზღვაზე და მთაშიც წაბრძანდეთ. საქართველოში უამრავი სხვადასხვა კლიმატური კურორტია და დარწმუნებული ვარ ნებისმიერი მათგანი დამსვენებლის ჯანმრთელობაზე გამაჯანსაღებელ ეფექტს იქონიებს.

ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რომ გარკვეული წესები უნდა დავიცვათ. ფიზიკური დისტანცირება ყველგან ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად რჩება“, - აღნიშნა ზახაშვილმა.


თეგები :