• თბილისი
  • 24°C
  • 26 მაისი, 2020
article

"ისრაელში ვიმკურნალე. იქ სასწაული ოპერაცია გამიკეთეს" - 24 წლის ქართველმა გოგონამ უმძიმესი დაავადება - ძვლის უიშვიათესი კიბო დაამარცხა

24 წლის ქართველმა გოგონამ, სოფო ფირანიშვილმა 2 წლიანი ბრძოლის შემდეგ უიშვიათესი დაავადება დაამარცხა.

"ძვლის უიშვიათესი კიბო მქონდა. საქართველოში და ისრაელში ვიმკურნალე. იქ სასწაული ოპერაცია გამიკეთეს, საკუთარი ხელი მაქვს, ოღონდ რკინის. ცოტა ძნელი აღსაქმელია. "რობოტს" და "ტერმინატორს" ვეძახი ხოლმე ჩემს თავს.

არ ვიცი, როგორ და რანაირად გამიჩნდა მარცხენა ხელზე ძვლის კიბო. ერთ-ერთი ყველაზე უიშვიათესი ფორმა აღმომაჩნდა. ჩემი ძვალი ამომაჭრეს და ჩამიდგეს პროთეზი. რკინის პროთეზის წყალობით, გადავრჩი. 40 ქიმია გავიკეთე, 40-ჯერ 9 საათი. დაახლოებით 8 თვეა, რაც ბოლო ქიმია გადავისხი. 2 წელი ვებრძოდი ამას. 1 წელი ვისხამდი ქიმიებს და რამდენიმე ოპერაცია გავიკეთე.

მაქვს ბლოგი, დახურული ჯგუფი, სადაც 400 ონკო-პაციენტი მყავს. ყოველდღიურად გვაქვს სამოტივაციო შეხვედრები და პოსტები. ონკო-პაციენტების სოციალური საწარმო გავაკეთეთ და ძალიან მალე პრეზენტაცია გვექნება. იმედი მაქვს, უფრო მეტად გავძლიერდებით“, - უთხრა სოფომ გამოცემა "პრაიმტაიმს".


თეგები :