• თბილისი
  • 35°C
  • 06 ივლისი, 2020
article

რვა ახალი კოვიდინფიცირებულიდან ერთი 16 წლისაა

ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 8 ახალი პაციენტიდან არცერთი არაა ხანდაზმული, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

"მათგან ერთი 16 წლისაა, მაგრამ ეს უკვე აღარ მოიხსენიება, როგორც მოზარდი. 16 წელი უკვე, გარკვეულწილად, სცილდება ბავშვთა ასაკს. ამ რვა ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმეს არ სცილდება. ვნახოთ, დღეს გაფართოებული კვლევებით რას მივიღებთ“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ სამი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 746 შემთხვევაა დადასტურებული. ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში სულ 12 პაციენტი გარდაიცვალა.


თეგები :