• თბილისი
  • 35°C
  • 06 ივლისი, 2020
article

ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ არჩევნების შემდეგ გაქცევა არ დაგჭირდეთ და ფეხაკრეფით წახვიდეთ - გიგა ბოკერია

ვიდრე სიტყვებს შეარჩევთ, ვინმესთან მაინც გაიარეთ ხოლმე კონსულტაცია. ჩვენ იცი რაზე ვზრუნავთ? გასაქცევი რომ არ გქონდეთ არჩევნები რომ მოვა თქვენ, ბატონო ანრი, ფეხაკრეფით რომ წახვიდეთ, - ამ სიტყვებით მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს.

ოხანაშვილიმა გიგა ბოკერიას პოზიციების ბოლომდე მოსმენისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ ოპოზიციის ლიდერი დღეს განერვიულებულია.

„ფეხაკრეფით რომ გაიპარებით ხოლმე, ვიდრე სხდომა დასრულდება, დღესაც ასე აპირებთ, თუ დაგველოდებით ბოლომდე და მოისმენთ? უბრალოდ, პოლიტკორექტულობის საკითხია, ფეხაკრეფით გაიპარებით და აქ ცარიელი სკამებია ხოლმე. დღესაც ასე აპირებთ, თუ გეყოფათ მოთმინების უნარი, პოლიტკორექტულობა, დაგველოდებით აქ და მოისმენთ პოზიციებს? ბატონი გიგა გაღიზიანდება, დღეს განერვიულებულია, იქნებ დაგველოდოთ ბოლომდე და მოისმინოთ პოზიციები“, - მიმართა ოხანაშვილმა ოპოზიციას.

აღნიშნულთან დაკავშირებით ბოკერიამ პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს სხვა დროისთვის ოხანაშვილის საუბრისას მიკროფონის გათიშვისკენ მოუწოდა.

„ბატონო არჩილ, წესები დაიცავით, როგორც კი ბატონი ანრი მისთვის ჩვეულად ამ უაზრობის თქმას დაიწყებს, გაუთიშეთ, ხომ არ გეშინიათ? ამ კაცში საშიში არაფერია, გაუთიშეთ ხოლმე. ფეხაკრეფით გაპარვა რა არის? ვინმესთან მაინც კონსულტაცია გაიარეთ ხოლმე, ვიდრე სიტყვებს შეარჩევთ. ჩვენ იცი რაზე ვზრუნავთ? რომ გასაქცევი არ გქონდეთ არჩევნები რომ მოვა თქვენ, ბატონო ანრი, ფეხაკრეფით რომ წახვიდეთ. გაიგე?“ - განაცხადა ბოკერიამ.


თეგები :