• თბილისი
  • 35°C
  • 06 ივლისი, 2020
article

საბურთალოზე, რომელ კორპუსში ცხოვრობს ოჯახი, რომლის 7 წევრია დაინფიცირებული? - "მათი კონტაქტები მასშტაბურია"

7 ინფიცირებული ერთი ოჯახიდან - ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს, რომელმაც იმ კორპუსის მისამართი გაარკვია, სადაც შემთხვევა გამოვლინდა. კორპუსი თბილისში, საბურთალოზე მდებარეობს.

არსებული ინფორმაციით, ინფიცირებულთა კონტაქტები მასშტაბურია. ოჯახის ერთ-ერთი წევრი ექთანია და ინფიცირების წყარო სავარაუდოდ სწორედ ის გახდა. დაინფიცირებულია ქალის მამა, ბებია, მამიდა, ბიძა, და და დისშვილი

ოჯახის საცხოვრებელ კორპუსში დღეს ეპიდემიოლოგებს კიდევ ერთხელ ელოდებიან. იყო ვარაუდი, რომ შესაძლოა კორპუსი კარანტინში მოქცეულიყო.

კორპუსის მაცხოვრებლების თქმით, მათ ტესტირება ყველას ჩაუტარდათ, თუმცა ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა.


თეგები :