• თბილისი
  • 35°C
  • 06 ივლისი, 2020
article

საქართველოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ინფიცირებულების უმრავლესობა სოფელ მუშევანიდან და საბურთალოს კლასტერიდანაა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი.

მისი თქმით, 26 ახალი შემთხვევიდან, 18 არის ბოლნისის რაიონის სოფელი მუშევანიდან, 4 ე.წ. "საბურთალოს კლასტერიდან", ხოლო 4 - საკარანტინო სივრცეში მყოფი პაციენტია.

31 მაისის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 783-ს მიაღწია. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 605-ს შეადგენს.


თეგები :