• თბილისი
  • 35°C
  • 06 ივლისი, 2020
article

თორაძეების მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ თამარ თორაძის დასაკითხად აშშ-ს მიმართა

თორაძეების ოჯახის წევრების მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გენერალურმა პროკურატურამ სამართლებრივი დახმარების თხოვნით ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის ორგანოებს მიმართა.

პროკურატურის თანახმად, თამარ თორაძე, რომელიც საქართველოს გენერალური პროკურატურისგან 28 წლის წინ მომხდარი მკვლელობის გამოძიების დაწყებას ითხოვს, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა და აშშ-ში ცხოვრობს.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურა აშშ-ის შესაბამისი უწყებებისგან მისი დაკითხვისთვის სამართლებრივი დახმარება ითხოვა.

თამარ თორაძე თავისი ძმების მკვლელობაში გიორგი რურუას და მის დაჯგუფებას ადანაშაულებს. მისი თქმით, იგი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით კი არა, მკვლელობების გამო უნდა იყოს გასამართლებული. ტრაგედია, რომლის შედეგადაც თორაძეების ოჯახის 5 წევრი დაიღუპა, 2 კი გაუჩინარდა, 1992 წლის მარტში მოხდა.

2019 წლის ნოემბერში, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე დაკავებულ რურუას ბრალად ედება იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გიორგი რურუა ყალბი ბრალდებით დაკავებული პოლიტპატიმარია.


თეგები :