• თბილისი
  • 35°C
  • 06 ივლისი, 2020
article

თბილისში, ნაგვის ურნაში ჩვილის ცხედარი იპოვეს

თბილისში, გლდანულაში საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ჩვილის ცხედარი იპოვეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

საგამოძიებო უწყებაში არ აკონკრეტებენ, ამ დროისთვის დაკავებულია თუ არა ვინმე.

არსებული ინფორმაციით, ახალშობილის ცხედარი მეზობლებმა ნახეს, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახეს. ჩვილი სავარაუდოდ, ნაგვის უნრაში იყო მოთავსებული.


თეგები :