• თბილისი
  • 32°C
  • 02 ივლისი, 2020
article

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც ადასტურებენ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, გარდაცვლილია 75 წლის მამაკაცი, რომელიც სოფელ მუშევანიდან იყო. მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდებოდა და მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

საქართველოში ეს კორონავირუსით გარდაცვალების მე-13 შემთხვევაა.