• თბილისი
  • 30°C
  • 14 აგვისტო, 2020
article

"17 პირი დააკავეს 1 უწყინარი ბიჭის მკვლელობაზე... მერე იტყვიან, ამ ქვეყანაში კაცობა ვიცითო... აი, გადაუსვით ხელი თქვენს "ვაჟკაც ბიჭებს", მთავარია გეები არ არიან და ძალადობა არ ეპატიებათ?"

სოციალური აქტივისტი ბექა ბოკუჩავა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირის დაკავებასთან დაკავშირებით წერილს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"17 პირი დააკავეს 1 უწყინარი ბიჭის მკვლელობაზე... 17... მათ შორის მორაგბეები... :

მერე იტყვიან, ეს ქვეყანა წილხვედრია, ერთმანეთის გატანა და კაცობა ვიცითო...

სამარცხვინოები ხართ...

თქვენი ახვარი მშობლებიც უნდა გაგაყოლონ ციხეში, რომ სხვების სიცოცხლის მოფრთხილება არ გასწავლეს...

როგორ გაიმეტეთ 17-მა ადამიანმა 1 ბიჭი, როგორ?

ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა ურა-ფსევდო პატრიოტიზმი და ფსევდო-ვაჟკაცობაა...

აქ კაცობა არ ჰგონიათ ადამიანობა, მაგრამ ჰგონიათ სუსტის ჩაგვრა, სხვაზე ძალადობა, ან სხვების სიცოცხლის ქუჩურად ხელყოფა, საქმეების გარჩევა...

ეს ბნელი მენტალიტეტი თუ არ შეიცვალა, ასე ჩავაწვენთ უამრავ ახალგაზრდა გვამს კუბოში და მერე ვიგლოვოთ...

აი, გადაუსვით ხელი თქვენს "ვაჟკაც ბიჭებს", მთავარია გეები არ არიან და ძალადობა არ ეპატიებათ?" - წერს ბექა ბოკუჩავა.


თეგები :