• თბილისი
  • 30°C
  • 14 აგვისტო, 2020
article

"გოგონებმა შევძელით ბიჭების გაშველება და ძალით გავყარეთ სახლიდან" - რას უყვება გამოძიებას ანა გაბეჩავა?

"ტვ პირველი" 18 წლის ანა გაბეჩავას ჩვენებას ავრცელებს, რომელშიც ის თავის დაბადების დღეზე მომხდარი დაპირისპირების დეტალებს იხსენებს:

18 წლის ანა გაბეჩავა ჩვენებაში ამბობს, რომ მას დაბადების დღეზე მეგობრები, კლასელები და უბნელები ყავდა დაპატიჟებული.

"როდესაც გავედი სახლის ეზოში, დავინახე, რომ ჩემი მეგობრები, კლასელები და უბნელები ერთმანეთში ჩხუბობდნენ. ვინ ვის ურტყამდა კონკრეტულად არ დავკვირებივარ. ვცდილობდი გაშველებას. სწორედ გაშველების დროს დავინახე, რომ ჩემს უბნელ ნიკა ხეჩოშვილს ქვა ჩაარტყა მარცხენა მხარეს შუბლის ზედა ნაწილში ჩემმა მეგობარმა საბა ჩხარტიშვილმა.

ასევე დავინახე ეზოში ჩემი უბნელი, რომელსაც სახეზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები. ვინ ვის სცემა მე არ დამინახავს, თუმცა გეტყვით, რომ ძალიან ნაცემი იყო.

გოგონებმა შევძელით ბიჭების გაშველება და ძალით გავყარეთ სახლიდან. ვეუბნებოდი, რომ წასულიყვნენ ჩემი დაბადების დღიდან და აღარ მოსულიყვნენ. გიორგი შაქარაშვილი, გურამ ამრიხანაშვილი, იაკობ ბრეგვაძე და ვანო თეგაშვილი ჩხუბის დროს გარეთ არ გამოსულან, არ ჩარეულან და შიგნით სახლში ქეიფობდნენ.

მას შემდეგ რაც სახლში შევედი, ვიყავი ანერვიულებული, ვტიროდი. მეგობრებმა შემომთავაზეს წავსულიყავი ლისზე ირაკლი წაქაძის აგარაკზე და იქ გაგვეგრძელებინა ქეიფი რაზეც დავთანხმდი," - ნათქვამია ანა გაბეჩავას ჩვენებაში.


თეგები :