• თბილისი
  • 24°C
  • 16 აგვისტო, 2020
article

"5 ივლისს დავასახელებთ გრაფიკს და ლოკაციებს, საიდანაც ხელმისაწვდომი ფასებით ჩვენს თანამოქალაქეებს დავაბრუნებთ"

პრემიერისგან მივიღეთ დავალება და 5 ივლისს უნდა გამოვაქვეყნოთ კონკრეტული გრაფიკი და ლოკაციები, საიდანაც კვლავაც, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით, ორგანიზებულად, ხელმისაწვდომი და სუბსიდირებული ფასებით მოხდება ევროპიდან ჩვენი თანამოქალაქეების დაბრუნება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

"დღეს პრემიერისგან მივიღეთ დავალება და 5 ივლისს უნდა გამოვაქვეყნოთ კონკრეტული გრაფიკი და ლოკაციები, საიდანაც კვლავაც, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით, ორგანიზებულად, ხელმისაწვდომი და სუბსიდირებული ფასებით მოხდება ევროპიდან ჩვენი თანამოქალაქეების დაბრუნება. ეს პროგრამა პანდემიის პერიოდში ძალიან აქტიურად ხორციელდებოდა. გეგმაზომიერი გამოყვანა უზრუნველყოფს იმას, რომ ეს ადამიანები დროულად მოხვდნენ საქართველოში და შეუერთდნენ ოჯახებს, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს უსაფრთხოდ. ყველას დაბრუნებული პირი სახელმწიფოს ხარჯზე კარანტინს გაივლის. ორშაბათს ჩვენ დავასახელებთ ამ ლოკაციებს და ადამიანები შეძლებენ, შედარებით იაფად შეიძინონ ეს ბილეთები. ასევე ჩვენ დაგვევალა, რომ ეს არ განახორციელოს მხოლოდ ერთმა ავიაკომპანიამ და ამ ფრენებს რამდენიმე ავიაკომპანია შეასრულებს“, - განაცხადა თურნავამ.


თეგები :