• თბილისი
  • 28°C
  • 15 აგვისტო, 2020
article

უბედური შემთხვევა წყალტუბოში - 17 წლის გოგონა გაუქმებულ ლიფტის შახტში ჩავარდა და გარდაიცვალა

წყალტუბოში უბედური შემთხვევა მოხდა. 17 წლის გოგო გაუქმებულ ლიფტის შახტში ჩავარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

ახალგაზრდა გოგო მიტოვებულ შენობაში მეგობრებთან ერთად ფოტოების გადასაღებად იმყოფებოდა, როდესაც ფეხი დაუცდა და გაუქმებულ ლიფტის შახტში ჩავარდა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობდე მიყვანას გულისხმობს.


თეგები :