• თბილისი
  • 30°C
  • 13 აგვისტო, 2020
article

რომელმა ქვეყნებმა გახსნეს საქართველოსთვის საზღვარი?

საქართველოსთვის საზღვარი უპირობოდ 6-მა ქვეყანამ გახსნა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. მინისტრის თქმით, ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, უნგრეთი და ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა.

საქართველოსთვის საზღვარი რამდენიმე სხვა ქვეყანამაც გახსნა, თუმცა, მათ გარკვეული პირობები აქვთ.

"მაგალითად, იტალიას აქვს ასეთი დათქმა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა, ვინც იტალიის ტერიტორიაზე შევლენ, აუცილებლად უნდა გაიარონ 14-დღიანი თვითიზოლაციის პროცედურა. საბერძნეთს აქვს ღია მაგრამ იმისთვის, რომ მესამე ქვეყნის მოქალაქეები შევიდნენ საბერძნეთის ტერიტრიაზე, გაფრენამდე 48 საათით ადრე უნდა შეავსონ სპეციალური განაცხადი, სადაც უნდა მიუთითონ მგზავრობის მიზანი, ჩასვლის და წამოსვლის დღე, სად იქნება მუდმივად საბერძნეთის ტერიტორიაზე. მას მიენიჭება გარკვეული შტრიხკოდი და ამით გაკონტროლდება. მსგავსი მოთხოვნები აქვს ასევე ესპანეთს. ყველა ქვეყანა ბუნებრივია თერმოსკრინინგს ითხოვს. არის შვედეთის მაგალითი, რომელიც ითხოვს PCR-ტესტებს“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.


თეგები :