• თბილისი
  • 30°C
  • 13 აგვისტო, 2020
article

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები შეცვლილი წესებით. დღეს აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. ქვეყნის მასშტაბით სულ 24 საგამოცდო სივრცეა მოწყობილი.

მთავარი რეკომენდაცია კვლავ დისტანციის დაცვაა. პანდემიის პირობებში, აბიტურენტებს საგამოცდო სივრცეებში უსაფრთხოების შეცვლილი ნორმები დახვდებათ. დილის რვა საათზე რეგისტაციისთვის მისულებმა, თან უნდა იქონიონ პირბადე და კალამი.

გამოცდაზე დაიშვებიან ის აბიტურიენტებიც, რომლებსაც თერმოსკრინინგისას 37,5 გრადუსამდე ტემპერატურა ექნებათ. გამოცდის პროცესში პირბადის გაკეთება სავალდებულო არ არის.

ეს იმ შემთხვევაში, თუ სივრცეში ტემპერატურა 30 გარდუსს არ ცდება. სხვა შემთხვევაში, ღია ფანჯრების მიუხედავად, ჩაირთვება კონდიცირება და მოსწავლეებს პირბადის გაკეთება მოუწევთ. აბიტურიენტებს შორის დაცული იქნება დისტანცია.


თეგები :