• თბილისი
  • 30°C
  • 13 აგვისტო, 2020
article

ტიკარაძის თქმით, სექტემბრიდან სასწავლო წელი, შესაძლოა, ონლაინ-რეჟიმში გაგრძელდეს

განათლების მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სექტემბრიდან სწავლის ონლაინ რეჟიმში გაგრძელებას არ გამორიცხავს. მისი განცხადებით, გადაწყვეტილება ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე იქნება მიღებული. როგორც ტიკარაძე აღნიშნავს, ჯერ არც სამდღიანი სწავლების აღდგენაზეა გადაწყვეტილება მიღებული

ეპიდსიტუაცია თუ გართულდა, ისევ დავრჩებით ონლაინ სწავლის რეჟიმში... ამასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება არ არის მიღებული - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებმა უსაფრთხო გარემოში ჩაიაროს, როგორც ამომრჩევლებისთვის, ისე დამკვირვებლებისთვის.

განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა მარნეულში გააკეთა , სადაც დევნილებისთვის გერმანიის საელჩოს დახმარებით დასახლება შენდება.


თეგები :