• თბილისი
  • 31°C
  • 07 აგვისტო, 2020
article

ბათუმში დაჭრილი 17 წლის ბიჭი მძიმე მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ბათუმში ბულვარის ტერიტორიაზე დაჭრილ 17 წლის ბიჭს ოპერაცია კლინიკა "მედცენტრში" უკვე ჩაუტარდა, მას ჭრილობა მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მომხდართან დაკავშირებით, ბულვარში მდებარე ერთ-ერთ კაფეში დასაქმებულები აცხადებენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი შველას ითხოვდა, რის შემდეგაც ტერიტორიაზე მყოფმა მოქალაქეებმა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა გამოიძახეს.

"ამ ტერიტორიაზე სულ ხმაურია, ახალგაზრდები ხშირად იკრიბებიან, მაგრამ ყურადღება მიიქცია ახალგაზრდამ, ის შველას ითხოვდა. მივედით, მუცელზე ხელი ჰქონდა მიჭერილი, სასწრაფო ჩვენ გამოვიძახეთ. სავარაუდოდ, შემთხვევა სხვაგან მოხდა და ახალგაზრდა აქამდე თავისი ფეხით მოვიდა“ , - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის“ 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


თეგები :