• თბილისი
  • 31°C
  • 07 აგვისტო, 2020
article

აბიტურიენტებს, რომლებმაც საგამოცდო ტესტი კორონავირუსით ინფიცირებულ აბიტურიენტთან ერთად დაწერეს, კარანტინში გადაიყვანენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცეტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმ აბიტურიენტებს, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულ აბიტურიენტთან გამოცდას წერდნენ, ეპიდემიოლოგები აკვირდებიან.

"9 აბიტურიენტთან, ვისთანაც ეს აბიტურიენტი გამოცდას წერდა, ამჟამად ჩვენი ეპიდემიოლოგები მუშაობენ. დიდი ალბათობით, ალბათ, მათ საკარანტინო სივრცეში გადასვლა დასჭირდებათ და საკარანტინო სივრციდან ყველა გამოცდის წინ ასე მოვილაპარაკეთ და ასეთია გადაწყვეტილება, რომ ჩაუტარდებათ PCR ტესტირება ყველა გამოცდაზე გასვლის წინ. ვნახეთ, რომ ორი დამკვირვებელია, მაგრამ ჩვენ კარგად დავაკვირდით, ვნახეთ ვიდეოჩანაწერი და დამკვირვებლები საკმაოდ კარგად იცავდნენ იმ წესებს, რაც პირველად პროტოკოლით იყო განსაზღვრული და დიდი ალბათობით, მათ იზოლირება არ დასჭირდებათ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ინფიცირებულ აბიტურიენტის კონტაქტები თვითიზოლაციაში არიან.

7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდგინდა.


თეგები :