• თბილისი
  • 31°C
  • 07 აგვისტო, 2020
article

31 ივლისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება

31 ივლისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება. ამ დრომდე განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალი, რა მუხლითაც გამოძიება მიმდინარეობს, არც ერთ დაკავებულს აქვს წარდგენილი.

საგამოძიებო უწყებას ორი კვირა აქვს იმისთვის, რომ გამოკვეთოს ახალი გარემოებები და მოიპოვოს მტკიცებულებები, რომელიც ბრალის დამძიმების წინაპირობა იქნება.

ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ საქმის 18 ტომში არ არსებობს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალს დაადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით ექსპერტიზის დასკვნის გამოქვენების შემდეგ გადაკვალიფიცირდა.  


თეგები :